Sunday, November 16, 2014

მეცხრე დღე.


მეცხრე დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო პროექტის მიმდინარეობის პროცეში,გავაკეთეთ თითოეეულმა ჯგუფის წევრმა ჩვენი პროექტის პრეზენტაცია,გავუკეთეთ ოპონირება. ერთმანეთს,მივაწოდეთ ახალი იდეები პროექტთან დაკავშირებით.ყველაზე მნიშვნელოვანი- ამ ცხრა დღის განმავლობაში ვისწავლეთ ბევრი რამ რომელსაც გამოვიყენებთ სასწავლო პროცესში.
 უღრმეს  მადლობა ქალბატონ ლალის ასეთი საინტერესო  და დატვირთული მეცადინეობებისათვის.   მადლობა ჩემს კოლეგებს თანამშრომლობისათვის.

სიამოვნებით გავიმეორებდით ტრენინგს

Saturday, November 15, 2014

მერვე დღე

გავეცანი ფასილიტაციის ნიმუშებს. ჩამოვტვირთეთ ჩვენთვის სასურველი ნიმუშები შემდგომ ვიმსჯელეთ  დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ.

ჩვენი საკუთარი პორტფოლიო შავამოწმეთ, გავასუფთავეთ, ავტვირთეთ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე

მეშვიდე დღე

 საკმაოდ დატვირთული დღე იყო ვიმუშავეთ პროექტის მიმდინარეობის ნიმუშებზე . გადავათვალიერეთ სხვადასხვა შაბლონები  და შევარჩიეთ ჩვენთვის მისაღები ვარიანტი.საშინაო დავალებად გვაქვს  შევავსოთ პროექტის მიმდინარეობა ,გავწროთ დღეების მიხედვით.

Sunday, November 9, 2014

მეექვსე დღე

 მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება შეფასებაში. ჩამოვტვირთეთ ინტელის ბიბლიოთეკიდან შეფასების რუბრიკები.

მეხუთე დღე

მეხუთე დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე ავტვირთე გუგლ დრაივში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე

მოსწავლის ნაშრომი

Saturday, November 8, 2014

მეოთხე დღს რეფლექსია

ვიმუშავეთ პროექტისთვის საჭირო მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართულობისთვის. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს რომ დაგვეწერა შეფასების დროის ჩარჩო. ასევე დავიწყეთ მუშაობა პროექტის პრეზენტაციაზე. დრაივზე ავტვირთეთ პრეზენტაცია. ხვალინდელი დღის გეგმები - მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი
  1. რატომ უნდა ვიყო ლამაზი?
თემატური

  1. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანსაღ კვებას?
  2. რა იწვევს მასობრივ თმის ცვენას?
  3. როგორ ვუმკურნალოთ ალოპეციას?
შინაარსობრივი

  1. რა არის ბუდობრივი ალოპეცია?
  2. რა არის ანდროგენული ალოპეცია?
  3. რა არის დიფუზიური ალოპეცია?

Saturday, November 1, 2014

მესამე დღის რეფლექსია.

შრომატევადი იყო მესამე დღე. გეგმის შაბლონში ჩავწერეთ სტანდარტები და ინდიკატორები. მოსწავლის ამოცანები განვათავსეთ ბლოგზე. ვისწავლეთ ბლოგში ახალი გვერდების ჩამატება,ბლოგის ფონის შეცვლა.დავალებად მოგვცა სახელმძღვანელოს 2-ე მოდულის I-ლი აქტივობის გადახედვა.

დამხმარე რესურსები


პროექტის სასწავლო მიზნები.

მოსწავლეები შეძლებენ:
მოიძიონ ინფოემაცია ალოპეციის შესახებ.
კონსულტაცია ექიმებთან,სტილისტებთან
გამოიკვლიონ  მისი შესაძლო გამოვლენის მიზეზბი.
როგორ ვუმკურნალოთ ალოპეციას.
შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები.
შეგროვებული მონაცემების დასკვნა ანალიზი და პრეზენტაცია.

ჩემი პროექტის იდეა


დაავადება,რომელიც იწყება უეცრად,ხასიათდება გამელოტებული კერების გაჩენით კანზე ის შეიძლება გავრცელდეს მთლიანად თავზე და ზოგჯერ მთელ სხეულზე.
  დღეისათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს თმის ცვენის  რიცხვის კატასტროფული ზრდა.მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას თმის ცვენის შესაძლო მიზეზებზე,ჩაატარებენ გამოკითხვას თავის თანატოლებში,სტილისტებთან და ექიმებში.კვლევის პროცედურის დასრულების შემდეგ განახორციელებენ მონაცემთა აღრიცხვას ,დასკვნას და  ანალიზს.შესაბამის მასალას წარადგენენ სკოლის მასწავლებლების და მოსწავლეების წინაშე.

Saturday, October 25, 2014

პირველი დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა,დიდი იმედი მაქვს გამოვიყენო ტექნოლოგიები როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, კომუნიკაციის საშუალებაგავეცანით ინტელის სასწავლო კურსს. შევქმენით პორთფოლიო, დავრეგისტრირდით ინტელის ბლოგზე,ძალიან დიდი სიხარულით მოვდივარ თქვენს ტრენინგებზე რადგან საინტერესოდ და გასაგებად ხსნით.